GIRI სტუ-ში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შესახებ სასწავლო სემინარის პარტნიორია
თბილისი, 2026 წლის 22 ნოემბერი. საქართველოს კვლევისა და ინოვაციების ინსტიტუტი (GIRI) სასწავლო სემინარის „შემოქმედებითი პრობლემის გადაჭრის გაძლიერება: გადაწყვეტების სტრეს-ტესტირება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით“ პარტნიორია. სემინარს 2026 წლის 24 ნოემბერს თბილისში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) უმასპინძლებს.

სემინარი სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე გაიმართება. მას კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სამი მოწვეული ექსპერტი უძღვება:
დოქტორი კოლინ რიგბი
დოქტორი ემა ბონფიგლიო
დოქტორი გჰულამ სორვარი
სემინარის სამუშაო ენა ინგლისურია.
ღონისძიება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული ტრანსნაციონალური განათლების გრანტის (TNE2025-2051) პროექტის ფარგლებში იმართება: „საწარმოზე ორიენტირებული ტრანსნაციონალური განათლების განვითარება დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის: ავთენტური პედაგოგიკის დანერგვა კილის ბიზნეს სკოლასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“.
დამატებითი ინფორმაცია: info@giri.ge
.png)



Comments