top of page
Search

POLICY ENLARGE-ის ღია კონკურსი: ვებინარი 14 ოქტომბერს, როგორ წარვადგინოთ განაცხადი

Oct 5
1 min read

POLICY ENLARGE-ის ღია კონკურსი (Horizon Europe) გასცემს 5,000-დან 8,000 ევრომდე გრანტებს კვლევისა და ინოვაციების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და მობილობისთვის გაფართოების ათ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. პირველი ვადაა 2026 წლის 12 ნოემბერი, 17:00 საათი ბრიუსელის დროით (19:00 თბილისის დროით).

განმცხადებლების დასახმარებლად, კონკურსის ოპერატორი FundingBox 14 ოქტომბერს, 14:00 საათზე (თბილისის დროით) ატარებს უფასო ონლაინ ვებინარს, სადაც განიხილავენ:

  • განაცხადის ფორმის შევსებასა და წარდგენას OnePass პლატფორმაზე;

  • დაფინანსების სამი ინსტრუმენტის დაშვების წესებსა და კონსორციუმის მოთხოვნებს;

  • გავრცელებულ შეცდომებს, რომლებიც წარდგენამდე უნდა აიცილოთ თავიდან;

  • კითხვა-პასუხს.

ვებინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. წარდგენის შემდეგ განაცხადის რედაქტირება შეუძლებელია, ამიტომ გირჩევთ, ვებინარს განაცხადის შეტანამდე დაესწროთ.

საქართველოს კვლევისა და ინოვაციების ინსტიტუტი (GIRI) POLICY ENLARGE-ის პარტნიორია საქართველოში. საქართველოში დაგეგმილი საინფორმაციო დღის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და გაფართოების სხვა ქვეყნიდან პარტნიორის მოძიებაში დახმარებისთვის, დააფიქსირეთ ინტერესი აქ: https://forms.gle/TVdDyKyNy4AaosrV8

 
 
 

Comments


bottom of page