top of page
Search

POLICY ENLARGE ღია კონკურსი: ჯამში 300,000 ევრო კვლევისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობისა და მობილობისთვის

Sep 25
2 min read


პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ პროექტი POLICY ENLARGE 2026 წლის 9 სექტემბერს, 12:00 საათზე ბრიუსელის დროით, აცხადებს ღია კონკურსს. კონკურსის საერთო ბიუჯეტი 300 000 ევროა. მისი მიზანია გაფართოების რეგიონში ტრანსსასაზღვრო კვლევისა და ინოვაციების (R&I) თანამშრომლობის გაძლიერება.

მესამე მხარეების ფინანსური მხარდაჭერის სქემა (FSTP) კვლევისა და ინოვაციების სფეროს აქტორებს დაეხმარება ტრანსსასაზღვრო პარტნიორობების ჩამოყალიბებაში, კვლევის შედეგების დანერგვასა და ადამიანებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში. სამი დაფინანსების ინსტრუმენტის ფარგლებში დაგეგმილია 45-მდე პროექტისა და მობილობის გრანტის მხარდაჭერა.

დაფინანსების სამი ინსტრუმენტი

სამივე ინსტრუმენტი ემსახურება კვლევისა და ინოვაციების თანამშრომლობითი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც სწრაფად მზარდ სტარტაპებსა და სპეციალიზებულ მკვლევრებს დაეხმარება ევროკავშირის მასშტაბური დაფინანსების სივრცეში შესვლაში.

დაფინანსების ინსტრუმენტი #1: მცირე გრანტები ერთობლივი რეგიონული ინოვაციური ქმედებებისთვისთითო პროექტზე 8 000 ევრომდე, შემდეგი მიმართულებების მხარდასაჭერად: თანამშრომლობითი კვლევისა და ინოვაციების პროექტების შემუშავება, ევროკავშირის დაფინანსების შესაძლებლობებზე წვდომა, კვლევისა და ინოვაციების მართვისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის შესაძლებლობების განვითარება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის რეფორმები, ციფრული და მწვანე ტრანსფორმაცია.გაეცანით FI#1 კონკურსის აღწერას

დაფინანსების ინსტრუმენტი #2: მცირე გრანტები შედეგების ერთობლივი დანერგვისთვისთითო პროექტზე 8 000 ევრომდე ერთობლივი ტრანსსასაზღვრო აქტივობებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს არსებული შედეგების კვლევით, მარეგულირებელ, საზოგადოებრივ ან პრაქტიკულ დანერგვას.გაეცანით FI#2 კონკურსის აღწერას

დაფინანსების ინსტრუმენტი #3: მცირე გრანტები ადამიანებს შორის თანამშრომლობის პროექტებისთვისთითო მობილობის გრანტზე 5 000 ევრომდე მკვლევრების, ხელოვანების, შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალებისა და მეწარმეების მოკლევადიანი თანამშრომლობისა და მობილობის მხარდასაჭერად.გაეცანით FI#3 კონკურსის აღწერას

ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა?

კონკურსი მოიცავს გაფართოების 10 უფლებამოსილ ქვეყანას: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა.

პირველი და მეორე ინსტრუმენტისთვის სავალდებულოა ტრანსსასაზღვრო კონსორციუმი, რომელშიც შედის სულ მცირე ორი დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რეგისტრირებული გაფართოების ორ სხვადასხვა უფლებამოსილ ქვეყანაში. მესამე ინსტრუმენტი აფინანსებს დამოუკიდებელ იურიდიულ პირებთან აფილირებულ მკვლევრებს, ხელოვანებსა და მეწარმეებს. ის უშვებს თანამშრომლობას გაფართოების სხვადასხვა ქვეყანას შორის, ასევე უფლებამოსილ მასპინძლობის ფორმატებს, რომლებშიც მონაწილეობენ გაფართოების ქვეყანა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ზღვისიქითა ქვეყანა ან ტერიტორია, ან „ჰორიზონტი ევროპის“ ასოცირებული ქვეყანა.

განაცხადების წარდგენის ძირითადი ვადები

განაცხადები ინგლისურ ენაზე წარედგინება პლატფორმა OnePass-ის მეშვეობით. კონკურსი მუდმივად ღიაა, ხოლო შეფასება ხდება პერიოდულად, განსაზღვრული ვადების მიხედვით, რათა სხვადასხვა მზაობის პროექტებს განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდეთ:

  • კონკურსის გახსნა: 2026 წლის 9 სექტემბერი, 12:00 საათი ბრიუსელის დროით

  • პირველი შეფასების ვადა: 2026 წლის 12 ნოემბერი, 17:00 საათი ბრიუსელის დროით

  • მეორე შეფასების ვადა: 2027 წლის 5 მაისი, 17:00 საათი ბრიუსელის დროით

  • მესამე შეფასების ვადა: 2027 წლის 3 ნოემბერი, 17:00 საათი ბრიუსელის დროით

  • მეოთხე შეფასების ვადა და კონკურსის საბოლოო ვადა: 2028 წლის 3 მაისი, 17:00 საათი ბრიუსელის დროით

დახმარება განაცხადის მომზადებასა და პარტნიორების მოძიებაში

POLICY ENLARGE განმცხადებლებს სთავაზობს პარტნიორების მოძიების (matchmaking) მხარდაჭერასა და ადგილობრივ საკონტაქტო პირებს, რაც დაეხმარებათ ტრანსსასაზღვრო პარტნიორების მოძიებასა და უფლებამოსილი კონსორციუმის ჩამოყალიბებაში. განაცხადის წარდგენამდე განმცხადებლებმა უნდა გაეცნონ OnePass-ზე განთავსებულ ოფიციალურ წესებსა და პირობებს და განმცხადებლის სახელმძღვანელოს.

შენიშვნა საქართველოსთან დაკავშირებით: კონკურსის დოკუმენტაციის თანახმად, ევროკავშირის მოქმედი ჩარჩოს შესაბამისად, POLICY ENLARGE-ის მხარდაჭერა საქართველოში განკუთვნილია უფლებამოსილი მკვლევრებისა და სხვა დაშვებული ბენეფიციარებისთვის. მოქმედი უფლებამოსილების წესებისთვის განმცხადებლებმა უნდა გაეცნონ ოფიციალურ წესებსა და პირობებს.

განაცხადის წარდგენა და კონკურსის ოფიციალური დოკუმენტაცია: OnePassდახმარება და შეკითხვები: policyenlarge.helpdesk@fundingbox.com

თემაკვლევისა და ინოვაციების პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა ევროკავშირის გაფართოების ქვეყნებში

გეოგრაფიული ფოკუსი:ალბანეთი, მთელი დასავლეთ ბალკანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, გაფართოების ქვეყნები, საქართველო, კოსოვო*, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, რეგიონული, სერბეთი, თურქეთი, უკრაინა

თემატური სფეროები:კვლევა და ინოვაციები

დაგვიკავშირდით: info@giri.ge ;

 
 
 

Comments


bottom of page